20 სექტემბერს, 14:30 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის დარბაზში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას მომღერლები ნინო სურგულაძე და ლადო ათანელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან.