20 სექტემბერს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში ახალი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "მანანა დოიჯაშვილი" პრეზენტაცია გაიმართება.
რეჟისორმა ზურა ინაშვილმა თავის ფილმში ცნობილი ქართველი პიანისტის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ნაცნობი და უცნობი დეტალები ასახა.
დოკუმენტური ფილმი "მანანა დოიჯაშვილი" თიბისი ბანკისა და საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" მხარდაჭერით შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები