თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გალერეა "9"-ს ინიციატივით, გამოფენა "ხიდი" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხუთი, ცნობილი ქართველი მხატვრის(დავით კაკაბაძე, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, გია ეძგვერაძე და იური ბერიშვილი) 25 ნახატი, ასევე ამერიკელი მხატვრების ნამუშევრები.
ამერიკელი მხატვრების ნახატები მოწოდებულია ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან, მეტროპოლიტენ მუზეუმიდან და თაისენ-ბორნელისეს მუზეუმიდან (მადრიდი). წარმოდგენილი ნამუშევრები სიმბოლური ხიდია, რომელიც ორ გამორჩეულ ქვეყნასა და კულტურას ერთმანეთთან კიდევ ერთხელ აკავშირებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ამერიკელი მხატვრების ნამუშევრები ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას ბანერების სახით არის გამოკრული და თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ მათი ამ სახით დათვალიერების.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გახსნილი გამოფენა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.