18 სექტემბრიდან, სამი კვირის განმავლობაში, უკვე მეხუთედ თბილისი განუმეორებელ თეატრალურ ქალაქად გადაიქცევა. თბილისის ყველა თეატრის კარი გაიღება და 8 ოქტომბრის ჩათვლით, 48 სპექტაკლს უმასპინძლებს.
თეატრალური ფესტივალის გახსნის ცერემონიას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
ღონისძიება ბუდა-ბარის ვერანდაზე გაიმართა, საღამო თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა გააფორმა, სწუმრების წინაშე წარსდგნენ ასევე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები"და კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის დასი. საღამო მსახიობმა დუტა სხირტლაძემ წაიყვანა.