სინოპტიკოსების ინფოამაციით, თბილისში ძიერი ქარი დღის ბოლოსთვის შესუსტება.
გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები გავრცელდა, რამაც წუხელ ძლიერი ქარი გამოიწვია.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ წამში 20-25 მეტრი შეადგენა. უახლოესი 4-5 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულებით ქარის გაძლიერება.
საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს, დაბალი ტემპერატურაა აღმოსავლეთ საქართველოში. ღამით ტემპერატურა 0; -2 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ხვალისთვის შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11; +16 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი +5; +10 გრადუსი.