თბილისის მერიის საგანებო სიტუაცების სამსახური ძილერი ქარის გამო მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.
როგორც საგანგებო სიატუაციების სამსახურში აცხადებენ, თბილისში ძლიერი ქარის გამო წუხელ რამდენიმე გამოძახება შევიდა. ზარები ძირითადად საბურთალოს რაიონიდან დაფიქსირდა, სადაც ხეებია წაქცეული. ძლიერი ქარის გამო არავინ დაზარალებულა.
ბოლო გამოძახება კი საგანგებო სიტუაციების სამსახურში იოსებიძის #71 შევიდა, სადაც მშენებარ კორპუსიდან სამშენებლო მასალა ჩამოიშალა და იქ მდგომი ავტომანქანა დააზიანა.