ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, დევნილთა საცხოვრებელი სახლების გადახურვა დღეიდან დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლტოლვითა და განსახლების სამინისტროში, სპეციალური კომისიის სხდომაზე მიიღეს.
კობა სუბელიანის განცხადებით, ამ დრომდე ზარალის დაანგარიშება ხდებოდა, რომელმაც 400 ათას ლარას გადააჭარბა.
"დღეიდან ყველა ობიექტზე ბრიგადები შევა და უახლოეს დღეებში დაზიანებული სახლების გადახურვა მოხდება", - აღნიშნა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს თბილისში დაფიქსირებული ძლიერი ქარიშხლის დროს 27 სახლი დაზიანდა, სადაც დევნილები ცხოვრობენ.
მასალის გამოყენების პირობები