ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია თუ რა არის და სად იმყოფება „ახალგორის რაიონი" და „ცხინვალის რეგიონი". ეს განცხადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა.
„ჩვენ არ ვიცით სად იმყოფება ახალგორის რაიონი და ცხინვალის რეგიონი, ამიტომაც ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ", _ აცხადებს გაგლოითი.
მისივე თქმით, ოსურმა დელეგაციამ არაერთგზის განაცხადა, რომ დაუშვებელია ტერმინების „ცხინვალის რეგიონი" და „ახალგორის რაიონი" გამოყენება როგორიც „სამხრეთ ოსეთის მიმართებაში ასევე მის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან მიმართებაში".