ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 38 წლის ბესიკ ზოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი ქუთაისის ინტერვენიციის მედიცინის ცენტში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ზოსიაშვილმა აფეთქების დროს მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მას ფილტვების დაჟეჟილობა, ლავიწისა და სახის ძველის მოტეხილობა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება.
დაზარალებული მაღაროდან აფეთების დროს საკუთარმა მამამ გამოიყვანა, რომელიც მასთან ერთად მუშაობადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით ტყიბულის მაღაროში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამინი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილების ხსოვნის საპატივსაცემოდ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, დღეს საქრთველოში გლოვის დღე გამოცხადდა. სახელმწიფო შენობებზე ეროვნული დროშები უკვე დაშვებულია.
ამასთან, გარდაცვლილების დაკრძალვის და დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.