გალის რაიონის სოფელ ბარღებში 33 წლის ცირა ცაცუა გაიტაცეს. მას თხილის შეგროვების დროს ექვსი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ყაჩაღებმა ის ოჯახის წევრების თვალწინ გაიტაცეს.
მოგვიანებით თავდამსხმელები ოჯახს დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 30 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონიდან უკვე მეოთხე გატაცების შემთხვევაა.