საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 4 მარტი გლოვის დღედ გამოცხადა. გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს გარდაცვლილი 4 მაღაროელის ხსოვნის პატივსაცემად მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება.
ამასთან, პრეზიდენტის დავალებით ინცინდენტის გამოძიება დეტალურად მოხდება და ავარიის გამომწვევი მიზეზები დადგინდება.
პრეზიდენტი მაღაროში ოთხი დაღუპულის მიზონ ონიანის, გიორგი ბრეგაძის, მურმან კუპრაშვილის და ჯუმბერ ჯაშიაშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს რომ მომხდარის გამოძიება მოხდება, რათა მსგავსი ინცინდენტები მომავალში თავიდნა იქნას აცილებული.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება 3 მარტს მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ერთი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა.