სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი 37-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ქართული, რუსული ე.წ. სამხრეთ ოსური მხარეები და ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები ესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და განაპირა სოფლებში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ამას გარდა, ოსური მხარე შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული და საქართველოს ციხეებში მყოფი თავისი ე.წ. მოქალაქეების საკითხს დააყენებს.
მასალის გამოყენების პირობები