გამომცემლობა "პოლიგრაფისტი" ღია წერილით მიმართვას ბიზნეს ომბუდსმენს, გიორგი გახარიას და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რათა შესწავლილი იქნას აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება გამომცემლობა "პოლიგრაფისტის" მიმართ.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს არასწორი სააღსრულებო წარმოების გამო, დღეს გამომცემლობა "პოლიგრაფისტის" ქონება დაყადაღებულია, მისი კუთვნილი 1579 კვ.მ ფართობი დარეგისტრირებულია შპს "მირათზე", სტამბა კი 10 თვე გაჩერებულია.
გამომცემლობა "პოლიგრაფისტი" 1901 წლიდან არსებობს და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტამბაა აჭარის რეგიონში. გამომცემლობა დაყადაღებამდე აპირებდა გაფართოებას, გეგმა უკვე დამტკიცებულია ბათუმის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიუროს უკანონო ქმედების გამო, პროცესი გაჩერებულია. გამომცემლობა გეგმავდა ადამიანების დასაქმებას, დღეს კი, ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ სტამბაში, უმუშევრები არიან. თხოვნით მივმართავთ ბიზნეს ომბუდსმენს და იუსტიციის მინისტრს, დროული რეაგირება მოახდინონ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებაზე, რათა სტამბამ კვლავ განაგრძოს მუშაობა"- ნათქვამია "პოლიგრაფისტის" განცხადებაში.