შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები; არჩილ ი., ჟანრი ს. და ვაჟა ი.
აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები