ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. შეხვედრა, რომელიც მათ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან გამართეს დახურული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ 25-ე რაუნდზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი განიხილეს. აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ თანათავმჯდომარეებმა ჟურნალისტებთან დღის წესრიგის დაზუსტებაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 2013 წლის 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები