ავღანეთში თალიბები აშშ-ს საკონსულოს დაესხნენ თავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლები არ დაზარალებულან. თალიბებმა ქალაქ გერატში, რომელიც ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მძლავ აფეთქება მოაწყვეს.
„ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ავღანელი პოლიციელი და დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპნენ. დაღუპულია ასევე ხუთი თავდამსხმელი. დაჭრილია სულ მცირე 17 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საკონსულოდან 60 მეტრში ააფეთქა. ამავე დროს, სხვა ბოევიკებმა საკონსლოს შენობის იერიშით აღება სცადეს. თავდამსხმელები რეაქციულ ნაღმებს იყენებდდნენ.
მასალის გამოყენების პირობები