ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. პარიზის "ჩრდილოეთის ვაგზალზე" (Gare du Nord) საბაჟო ტერმინალის წარმომადგენლებმა ჩანთაში ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის რკინიგზის დეპარტამენტი ავრცელებს.
პარიზი -ლონდონის ჩქაროსნული ექსპრესის ერთ-ერთ მგზავრს ჩანთით "ძველმანების ბაზრობაზე" ნაყიდი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი გადაქონდა.
ჭურვს დენთი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოცლილი არ აღმოაჩნდა, რასაც შეიძლება ექსპრესის აფეთქება გამოეწვია.
ჩრდილოეთის ვაგზალზე გამოძახებული იქნა გამნაღმველთა ბრიგადა, ხოლო თვითონ სადგურის იმ ფლიგელში, საიდანაც პარიზი ლონდონის ჩქაროსნული ექსპრესი გადის რამოდენიმე საათიანი ევაკუაცია გამოცხადდა..