ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. ევროპარლამენტმა დაგმო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება და ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყებენას მოჰყვა.
ევროპარლამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ინიციატივას, სირიაში ქიმიურ იარაღზე დაწესდეს საერთაშორისო კონტროლი, - ნათქვამია სტრასბურგში, ევროპარლამენტის მიერ რამოდენიმე წუთის წინ მიღებულ რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ დამასკოს გარეუბაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.