რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. განცხადება ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
„სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სამი - „სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის", „ორი და მეტი პირის მკვლელობის მცდელობისა" და „იარაღის უკანონო ბრინვის" მუხლით. ამჟამად ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს მიერ დანაშაულის გასახსნელად და ჩამდენ პირთა დასადგებად ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება ტარდება", _ განაცხადა მარკინმა.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს დილით, აფხაზეთში არსებული რუსეთის ე.წ. საელჩოს პირველ მდივანზე დიმიტრი ვირეშნევზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. თავდამსხმელებმა დიპლომატის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დიპლომატი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე რომელიც ასევე მძიმედ დაიჭრა და ამჟამად სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.