/ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე/. ევროპარლამენტის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფუძნებული სახაროვის პრემიის "თავისუფალი აზროვნებისათვის" წარდგენილ წლევანდელ კანდიდატთა შორის იქნება ამერიკელი პროგრამისტი ედუარდ სნოუდენი.
აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა, ცოტა ხნის წინ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო რუსეთში.
ევროპარლამენტის დეპუტატების აზრით , სნოუდენს აქვს უფლება იბრძოლოს ამ პრესტიჟული პრემიის მოსაპოვებლად, რადგანაც მან შესძლო დაემტკიცებინა რომ, მსოფლიოს დიდი სადაზვერვო სამსახურები ელექტრონული პროგრამების საშუალებით თვალთვალს აწარმოებენ.
ევროპარლამენტის დეპუტატები მიჩნევენ, რომ ამით ირღვევა და ილახება ადამიანის უფლებათა უმთავრესი პრინციპები.
სახაროვის პრემიის წლევანდელი გამარჯვებული დეკემბერში გამოვლინდება და პრესტიჟული პრემიის გადაცემის ცერემონია სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიათა დარბაზში გაიმართება.