გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"შეძრწუნებული ვარ დღეს, ტყიბულის მაღაროში მომხდარი საშინელი უბედურების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ ოთხი დაღუპული მაღაროელის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს", - ნათქვამია პატრიცია ფლორის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც 4 მაღაროელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.