სირიის თავისუფალი არმია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის წინადადებას სამთავრობო ძალების ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სირიის ოპოზიციის განცხადება, ვიდეორგოლით ინტერნეტშია გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი, სირიის საკითხში შემუშავებული თავისი გეგმის მიხედვით, ბაშარ ასადის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლ ქვეშ გადაცემის სანაცვლოთ აშშ-სგან სირიაზე სარაკეტო დარტყმებზე უარის თქმას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები