ისრაელის ტელევიზიის მეორე არხი იუწყება, რომ სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის გარიგების ნაწილი გახდა ვლადიმერ პუტინის პირობა, რომელიც მან ბაშარ ასადს მისცა იმის შესახებ, რომ ის სირიას კიდევ უფრო მეტი რაოდენობის იარღს მიაწვდიდა.
„სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის ინიციატორმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა ბაშარ ასადს თავიდან მოიცილოს მასობრივი განადგურების იარაღი, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს აშშ-ს დარტყმა სირიაზე.
ამის სანაცვლოდ, ვლადიმერ პუტინი ბაშარ ასადს დაპირდა გაზარდოს იარაღის მიწოდება. დაპირებული თვირთის ნაწილი უკვე სირიისკენ გზაზე იმყოფება. ის რუსეთის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან სირიის მიმართულებით გააგმზავრეს",_ იუწყება ისრაელის მედია და აღნიშნავს, რომ ჯერ ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რას დაპირდა პუტინი სირიის პრეზიდენტს, თუმცა ცნობილია, რომ ასადს სჭირდება: სამხედრო ვერტმფრენები, ტანკების ნაწილები და შეიარაღების თითქმის ყველა სახეობა, რომლებიც მათ ომის დროს დახარჯეს.
მასალის გამოყენების პირობები