იაპონიაში მიმდინარე წელს უკვე მეექვსე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. სიკვდილით დასჯის განაჩენი 73 წლის პატიმრის მიმართ სისრულეში მოიყვანეს. განცხადება ამის შესახებ იაპონიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სადაკაძუ ტანიგაკიმ გააკეთა.
როკუხის კამუგაის სიკვდილით დასჯა 2012 წლის 12 მარტს ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონის მკვლელობისთვის მიესაჯა. სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის მეთოდით განახორციელეს.
„ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლეთ საქმე დიდი სიფრთხილით, მანამ ვიდრე სასიკვდილო განაჩენს გამოვიტანდით", _ განაცხადა ტანიგაკიმ.
კამუგაი გახდა მეექვსე პატიმარი, რომლის მიმართაც მიმდინარე წელს სასჯელის უმაღლესი ზომა სისრულეში მოიყვანეს.
ამ დროისათვის ქვეყანაში 132 პატიმარი იმყოფება, რომლებსაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი.