აშშ-ს სენატი აპირებს შესთავაზოს პრეზიდეტ ბარაკ ობამას სირიაზე დარტყმა 45 დღით გადადოს, იმისათის რათა იყოს საშუალება მოსკოვის ინიციტივის განხორციელებისა, რომელიც სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემას გულისხმობს. წერს გაზეთი „კომერსანტი".
გაზეთის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ობამას ტექსტის ხელახალი რედაქტირება მოხდა. წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ობამა აპირებდა მოქალაქეებისათვის აეხსნა თუ რატომ უნდა განახორციელოს აშშ-მ დარტყმა სირიაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ობამა გამოვიდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთის ინიციატივას შეისწავლის. ობამამ ასევე განაცხადა, რომ მან სთხოვა სენატს სირიის რეზოლუციასთან დაავშირებით ჯერჭისყრა გადაედო.
„სენატში გამართული თითქმის ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვირეს, რომ პრეზიდენტს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადადება სთხოვონ. ამავე დროს კონგრესმა კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც უფლებას აძლებს პრეზიდენტს ძალა გამოიყენოს სირიის წინააღმდეგ კანონმდებლებთან დამატებითი კონსულტაციების გარეშე იმ შემთხვევაში თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დამასკოს მხრიდან არავითარი პროგრესი შენიშნული არ იქნება", - წერს „კომერსანტი".
ამავდროულად, დასავლური პრესა, სირიის საკითხში რუსეთის ინიციტივის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომლით უკმაყოფილებასაც ბოლო დროს თეთრ სახლში სულ უფრო და უფრო ხშირად აღნიშნავდნენ აშშ-ს პრეზიდენტი დაჩრდილა და სირიის საკითხში დღის წესრიგი შეადგინა.