ფილმი შინდისის გმირებზე - ედმონდ მინაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში მომხდარი შეტაკების და 17 ქართველი გმირის ტრაგიკულად დაღუპვის ისტორიას ასახავს.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა გადაღებების დროს კონსულტაციები ცნობილ რეჟისორ რეზო ჩხეიძეს სთხოვა. შინდისის ისტორიას ფილმში ცნობილი მსახიობი ზურა ყიფშიძე ყვება.
ორნაწილიანი ფილმისთვის მუსიკა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა და ნიაზ დიასამიძემ შექმნეს. შემოქმედებითმა ჯგუფმა, 2009 წელს სოფელ შინდისში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაც წამოიწყო.
ფილმი ეკრანებზე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვა.