12-14 სექტემბერს, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გერმანელი დრამატურგისა და მწერლის ჰაინერ მიულერის საღამოები გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება: სპექტაკლის "ბრძოლა" ("Die Schlacht") სასცენო მასალების გამოფენა; გერო ტროიკეს მოხსენება "მუშაობა თეატრში ჰაინერ მიულერთან ერთად" და პიესის "ბრძოლა" სცენური კითხვა: რეჟისორი-სანდრო ელოშვილი, მონაწილეობენ მსახიობები: ბაჩუკი დოგონაძე, პაატა ინაური, რატი გოგუაძე, გიორგი შავგულიძე. პიესა წარმოდგენილი იქნება ქართულად.
დრამატურგი, პოეტი, მწერალი, ესეისტი და თეატრალური რეჟისორი ჰაინერ მიულერი 1929-1995 წლებში მოღვაწეობდა. მიულერს აღწერენ, როგორც "თეატრის უდიდეს პოეტს" სამუელ ბეკეტის შემდეგ, ხოლო ბერტოლტ ბრეხტის შემდეგ, მიულერი თავისუფლად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დრამატურგი.
საღამოებზე დასწრება თავისუფალია.