რუსეთის დუმამ სირიაში სიტუაციუის დაძაბვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება მიიღო, რომელშიც აშშ-ს კონგრესსა და მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდა არ დაუშვან აგრესია ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნისა.
„რუსეთის დუმა აცხადებს, რომ მიუღებელია აშშ-სა და რიგი სახელმწიფოების ხელისუფლებების განზრახვა, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით მიიტანონ სარაკეტო დარტყმა სირიის დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოზე.
სირიაზე თავდასხმამ შესაძლოა საფრთხხის ქვეშ დააყენოს რეგიონში ქიმიური და ბირთვილი უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ მშვიდობიან მოსახლეობაში ახალ მსხვერპლს გამოიწვევს და საბოლოო ჯამში ჰუმანიტარული კატასტროფის მომტანი იქნება", _ ნათქვამია დუმის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები