,,ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გარკვეულ გამოწვევებს შექმნის", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თომას მელიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის კომენტირებისას.
,, ბიძინა ივანიშვილმა. როდესაც ის პრემიერი გახდა განაცხადა, რომ ის დიდხანს დარჩენას პოლიტიკაში არ აპირებდა. ის როგორც ჩანს, დაპირებას ასრულებს. მისი წასვლა, რა თქმა უნდა, გარკვეული სახის გამოწვევებს შექმნის მაგრამ, იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი მოუთმენლად ელის ახლა პრემიერსა და ახალ პრეზიდენტს", _განაცახადა ჟურნალისტებთან მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2 სექტემბერს გავრცელებულ წერილში მტკიცედ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან უახლოეს პერიოდში წავა და მოღვაწეობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს. ივანიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განმარტებით ყველა საქმის გაკეთებას შეძლებს.
მასალის გამოყენების პირობები