სირიაზე სამხედრო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში რუსეთის დუმა კონკრეტული წინადადებების შემცველი განცხადებებით იმუქრება, იმის შესახებ, თუ როგორი ქმედებები უნდა მოჰყვეს რუსეთის მხრიდან აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. განცხადება ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.
ამას გარდა, პუშკოვი ასევე აცხადებს, რომ „ახლა მთავარია ჩაიშალოს აშშ-სა და მისი მოკავშირეების გეგმა".
„შესაძლოა გამოვიდეთ ახალი განცხადებით, რომელსაც უფრო კონკრეტული ხასიათი ექნება. ეს კი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ აშშ სირიაში სიტუაციის გამწვავებაზე წავა სამხედრო სცენარის სასარგებლოდ", _ აცხადებს პუშკოვი.
მისივე თქმით, თუ აშშ-ში „ომის პარტიის" აზრებმა გაიმარჯვეს რუსეთი ირანისათვის იარაღის მიწოდების პარტიების გაზრდასა და ავღანეთის მიმართულებით სატრანზიტო გზის პირობების ცვლილებაზ იფიქრებს.