საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 4 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს გარდაცვლილი 4 მაღაროელის ხსოვნის პატივსაცემად მიიღო.
"საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება. ამასთან პრეზიდენტის დავალებით ინცინდენტის გამოძიება დეტალურად მოხდება და ავარიის გამომწვევი მიზეზები დადგინდება", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით სააკაშვილის დავალებით საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და მთავრობის წევრები ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ, სადაც ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს გაეცნობიან და დაზარალებული და დაღუპული ოჯახის დახმარებაზეც იზურნებენ.
"მაღაროში ოთხი დარუპულის მიზონ ონიანის, გიორგი ბრეგაძის, მურმან კუპრაშვილის და ჯუმბერ ჯაშიაშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს რომ მომხდარის გამოძიება მოხდება, რათა მსგავსი ინცინდენტები მომავალში თავიდნა იქნას აცილებული",- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია რაც ტყიბულის მაღარო იმაზე დიდი დატვირთვით მუშაობდა, ვიდრე ეს საბჭოთა პერიოდის დროს ხდებოდა. ასევე მოხდა ახალი ტექნოლოგიების შეტანა და მაღაღოს გადაიარაღება მუდმივად მიმდინარეობს.