სირიის მიმართ აშშ-ს მოქმედებების მხარდამჭერი ქვეყნების რიგს საქართველოც შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით სირიაში აშშ-ს მოქმედებების მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობას", _ იუწყება თეთრი სახლი.
აშშ-ს შეუერთდდნენ: საქართველო, გვატემალა, ქუვეიტი, მალტა, ჩერნოგორია, პანამა, პოლონეთი და პორტუგალია. სულ ქვეყანათა რაოდენობა 32-ია. სრული ნუსხა კი ასე გამოიყურება: ალბანეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გვატემალა, გერმანია, გონდურასი, საქართველო, დანია, ესპანეთი, იტალია, კანადა, ყატარი, სამხრეთ კორეა, ქუვეიტი, ლატვია, ლიტვა, მალტა, მაროკო, გაერთიანებული არაბული ემირატები, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, ესტონეთი, იაპონია. ასევე განცხადებაზე ხელი მოაწერა კოსოვოს მთავრობამ, რომელსაც აშშ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის უზრუნველყოფის შესახებ", _ ნათქვამია განცხადებაში.