რუსეთი მოლდავეთიდან შესულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე ემბარგოს აწესებს. განცხადება ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მიდივე თქმით, მისმა უწყებამ მოლდავური ალკოჰოლის რამდენიმე პარტიაში მავნე მინარევები აღმოაჩინა.
ამავდრულად, მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ემბარგოს დაწესების მიზეზები არ ესმის. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვალერი ლაზერმა გააკეთა.
„უნდა გავერკვეთ თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვე თუ სად მთავრდება ტექნიკური ასპექტები და სად იწყება პოლიტიკური. ვაღიარებ, რომ სიცხადე აქ არ არსებობს", - აცხადებს მინისტრი.