ხვალ, 11 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ცხინვალში ანდრიი დეშიცა (ეუთო), ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი) და ანტი ტურუნენი (გაერო) ჟემევის მოლაპარაკებებში მონაწილე ოს სეპარატისტთა დელეგაციის წევრებს შეხვდებიან და მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგს შეათანხმებენ.
ამას გარდა, მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ასევე გამართავენ შეხვედრას უგზო-უკვლოდ დაკარგული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქების ახლობლებთან.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.