საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წევრის არსებული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, პოტენციურმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადები ტელევიზიაში ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიტანონ.
კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი კონკურსანტებიდან სამ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს, საიდანაც დეპუტატები ერთს აირჩევენ.
15-წევრიან საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი წევრი, ზურაბ ხარატიშვილი იანვარში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.