დედის დღის აღსანიშნავად, "ქრისტიან-დემოკრატები" მსვლელობას მოაწყობენ.
აქციაში მონაწილეობას პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან ერთად, საზოგადოების ცნობილი სახეებიც მიიღებენ.
მსვლელობა ნარიყალადან დაიწყება და ქართლის დედის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.
აქციის დასრულების შემდეგ, "ქრისტიან-დემოკრატები" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსაც გაახმაურებენ, რომლებიც საქართველოში ორსულებისა და დედების უფლებათა დაცვას გულისხმობს.