დღეს, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებასთან დედების აქცია გაიმართება.
აქცია ეკა ბესელიას მიერ ახლადდაფუძნებული მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ორგანიზებით ჩატარდება და მასზე საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი დედების მიმართვა გახმაურდება.
აქციაში მონაწილეობას მოძრაობაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ქალები მიიღებენ.
აქცია 13:00 საათზე დაიწყება.