აღმაშენებლის ხეივანში, მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 26 წლის გოჩა კუპრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მას ურთულესი ოპერაცია გვიან ღამით, ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა. დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებს ობიექტის მშენებარე კომპანია "ელკანი" დაფარავს.
აღმაშენებლის ხეივანში, მშენებარე სახლი 2 მარტს, გამთენიისას ჩამოინგრა. ნანგრვებში კუპრაშვილთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი მოჰყვა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარის მიზეზების დასადგენად გუშინ გამოძიებაც დაიწყო.