დაზვერვის მონაცემებით, 21 აგვისტოს, ქიმიური შეტევის შედეგად, დამასკოს გარეუბანში 1429 ადამიანი, მათ შორის 426 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით. 21 აგვიტოს ქიმიური იერიში არის „წარმოუდგენელი საშინელება".
მისივე თქმით, ქიმიური იარღი ასადის რეჟიმმა არა მხოლოდ 21 აგვისტოს, არამედ არაერთხელ გამოიყენა.
კერის თქმით, არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ საიდან იქნა გაშვებული ქიმიური ჭურვები და დაზუსტებულია მათი ჩამოვარდნის ადგილი.
კერიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ დადასტურებულია, სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინაააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი.
„ასადის რეჟიმა დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღი გამოიყენა. შესაბამისი მონაცმები უკვე გამჟღავნებულია და გამოქვეყნებულია", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ამავე დროს სახელმწიფო მდივნის განცხადებით. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განწყობილია, რომ სირიაზე შესაძლო იერიშამდე კონსულტაცია კონგრესთან გამართოს.
აშშ ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას, რომ კვლავინდებურად აპირებს სირიის წინაამდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, მასში დიდ ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშც.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, გავლენას ვერ მოახსენს საფრანგეთის სურვილზე შეუერთდეს აშშ-ის კოალიციას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი განიხილავს სირიასთან სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობს სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება „წონადი მიზეზების გათვალისწინებით" იქნება მიღებული.
ოლანდმა არ გამორიცხა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიის წინააღმდეგ მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამეტის ქვედა პალატამ უარი განაცხადა სირის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე. ამის მიუხედავად აშშის პოზიცია უცვლელი რჩება, თეთრი სახლი მიჩნევს, რომ მ,შვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი რეჟიმი უნდა დაისაჯოს.