აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განწყობილია, რომ სირიაზე შესაძლო იერიშამდე კონსულტაცია კონგრესთან გამართოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს საათებში წარუდგენს კონგრესის ხელმძღვანელობას დაზვერვის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე.
დაზვერვის სამსახური ასევე ამზადებს მოხსენებას, გასულ კვირას დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მათი განმარტებით,არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები და ქმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა.
აშშ ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას, რომ კვლავინდებურად აპირებს სირიის წინაამდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, მასში დიდ ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშც.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, გავლენას ვერ მოახსენს საფრანგეთის სურვილზე შეუერთდეს აშშ-ის კოალიციას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი განიხილავს სირიასთან სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობს სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება „წონადი მიზეზების გათვალისწინებით" იქნება მიღებული.
ოლანდმა არ გამორიცხა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიის წინააღმდეგ მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამეტის ქვედა პალატამ უარი განაცხადა სირის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე. ამის მიუხედავად აშშის პოზიცია უცვლელი რჩება, თეთრი სახლი მიჩნევს, რომ მ,შვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი რეჟიმი უნდა დაისაჯოს.