დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, გავლენას ვერ მოახსენს საფრანგეთის სურვილზე შეუერთდეს აშშ-ის კოალიციას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი განიხილავს სირიასთან სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობს სხვადასხვა ვარიანეტებს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება „წონადი მიზეზების გათვალისწინებით" იქნება მიღებული.
ოლანდმა არ გამორიცხა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიის წინააღმდეგ მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამეტის ქვედა პალატამ უარი განაცხადა სირის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე. ამის მიუხედავად აშშის პოზიცია უცვლელი რჩება, თეთრი სახლი მიჩნევს, რომ მ,შვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი რეჟიმი უნდა დაისაჯოს.