დღეს, 3 მარტს, ლიტვის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტს დაასრულებს. ამის შესახებ საჯარო რეესტრის პრესცენტრი იუწყება.
პრესცენტრი განცხადებით, ვიზიტის მიზანია ორ ორგანიზაციას შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ლიტველს სტუმრებს აცნობენ სააგენტოს საქმიანობას, რეფორმებს, ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს და ახალ ელექტრონულ სერვისებს. ლიტველი სტუმრები კი ქართველ კოლეგებს წარუდგენენ მოხსენებას რეგისტრაციის ლიტვურ მოდელთან დაკავშირებით.
ვიზიტი 1-ელ მარტს დაიწყო.