დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებმა, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უარი განაცხადეს ქვეყნის სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევაზე.
ნებისმიერი სამხედრო მოქმედებებში ჩართვისთვის აუცილებელი იქნება განმეორებითი კენჭისყრა. სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას მხარი დაუჭირა 272-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 285-მა.
ქვეყნის პრემიერმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ის დაემორჩილება პარლამენტის გადაწყვეტილებას.
„ჩემთვის ნათელია, რომ ბიტანეთის პარლამენს არ სურს მონაწილეობა სირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. მე ვიმოქმედებ ამ პოზიცის შესაბამისად", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვერდიქტი შეუძლებელს ხდის დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.