დღეს, 3 მარტს, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოინახულებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, არზაყან ემხვარის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევილის ქართველთა სასაფლაოდან აფხაზ ხალხს კიდევ ერთხელ მიმართავს და ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღეს მიულოცავს. აფხაზი ხალხისადმი მიმართვისას ბარამია საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის საკითხსაც შეეხება.
ბარამიას სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში 5 მარტს დასრულდება.