მოსკოვის პოლიციამ ბინის ქუდების ორგანიზებული ჯგუფის წევრები აიყვანა.
პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფს 30-ზე მეტი ბინა აქვს გაქურდული. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ადრე ანალოგიური ბრალდებით არიან გასამართლებულნი. მათი ვინაობა არ სახელდება.
ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. მათგან ამოღებულია მოპარული ფული და ოქროს ნივთები. მათი ბინების ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია წინა დანაშაულებრივი ქმედებების დროს მოპარული საიუველირო ნივთები და ძვირფასეულობა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების ძებნა.