ვაშინგტონი მივიდა დასკვნამდე, რომ დამასკოს გარეუბაში მშვიდობიანი მოქალაქების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების უკან სირის ხელისუფლება დგას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება აშშის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა და გამაფრთხილებელი დარტყმა სირიაზე სასიკეთოდ აისახება იქ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
PBS-სთან საუბარში ობამამ აღნიშნა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
ვაშინგტონის რეაქცია გაეროში შექმნილ ჩიხურ ვითარებას მოყვა. დიდი ბრიტანეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭიროს მხარი მის მიერ სირის წინააღმდეგ მომზადებულ რეზოლუციას, რაც დე-ფაქტო სამხედრო მოქმედებებს გულისხმობს.
თუმცა სირის მოკავშირე რუსეთი ქვეყნის საკითხებში საერთაშორისო ჩარევის წინაღმდეგია და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების ბლოკირებას ახდენს.