რუსეთის წარმომადგენელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ხუთეულის შეხვედრაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის მიერ სირიის საკითხზე მომზადებული რეზოლუცის პროექტის შეთანხმება მიმდინარეობდა, დემარში არ მოუწყვია. ამის შესახებ რია ნოვისტისთან განმარტება გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გააკეთეს.
„რუსეთის წარმომადგენელი გამოვიდა მას შემდეგ რაც სხდომა დასრულდა. ეს არ ყოფილა დემარში. უბრალოდ რამდენიმე დელეგაცია დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსულა", - განმარტეს რუსმა დიპლომატებმა.
შეგახსნებთ, რომ იმავე რია ნოვოსტიმ და შემდგომ იტარ-ტასმა გაავრცელეს ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც შეხვედრა რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა დატოვეს.