სირიის ირგვლივ ვითარების უკიდურესად გამწვავების გამო, ისრაელმა რეზერვისტების შეზღუდული მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შსახებ ასოშეიტედ პრესი იუწყება. ისრაელის არმიის სარდლობა ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.
დღეს ისრაელის არმიამ ქალაქ ხაიფას რაიონში დამატებით განათავსა რაკეტსაწინააღმდეგო სიტემები, იუწყება ქვეყნის ტელევიზია. ამჟამად ისრაელის თავდაცვის უწყება ანალოგიური სიტემების ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განლაგების ვარიანტებსაც განიხილავს.
სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო იუწყება, რომ ქვეყანაში სამჯერ გაიზარდა აირწინაღებზე მოთხოვნა. უწებამ გასცა რეკომენდაცია, რომ ამ ეტაპზე აირწინაღები არ უნდა გაიხსნას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მითითებას თავდაცვის სამინისტრო გასცემს.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა იოავ მორდეხაიმ განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლით მიმდინარე ეტაპზე თავიანთი დღის განრიგი არ შეცვალონ. საჭიროების შემთხვევაში არმია მათ დამატებით გააფრთხილებს. მისვე თქმით ქვეყნის „ზურგის სამსახურმა" კარგად იცის საკუთარი მოვალეობები და ვალდებულებები და მზადაა მოსახლეობას ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. დასაველთის მედიასაშუელებები იტყობინებიან, რომ სირიაზე საერთაშორისო სამხედრო შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა.