ლიბანური გამოცემა „ალ ნაჰარი" ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ წუხელ, სირიის ლიდერის ბაშარ ასადის თვითმფრინავი ირანში, თეირანის აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავის ბორტზე თავად ასადი, და მისი ოჯახის წევრები და მისი მომხრეები იმყოფებოდნენ.
გამოცემა იუწყება, რომ სირიის ლიდერი ირანში კონსულტაციების გასამართად ჩავიდა, თუმცა როდემდე დაყოფს ირანში ბაშარის დელეგაცია, უცნობია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისი,ც რომ გამოცემამ ბაშარის ირანში ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროსგან არაოფიციალური პირისგან მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაც გადამწყვეტი შეტევა დაიწყებ,ა ბაშარის რეჟიმის დამხობა ორ დღეშია შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციითვე, ბაშარი არეულობას გაერიდა და ოჯახთან ერთად ირანს შეაფარა თავი.
მასალის გამოყენების პირობები