ბათუმის პიაცაზე მომხდარი ინციდენტისთვის პოლიტპატიმრის სტატუსით გათვისუფლებულ მელორ ვაჩნაძეს სასამართლომ ასლარიანი ჯარიმა დააკისრა. იგი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია. როგორც ჟურნალისტებთან ვაჩნაძემ განმარტა პრეზიდენტის დაცვამ მას პიაცას მოედნის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ მათ არ დაემორჩილა.
"მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, როდესაც ის პიაცას მოედანზე მოვიდა იყო ის, რომ დაცვის თანამშრომლებს გავეყვანე ტერიტორიიდან, რადგან მის მოსვლამდე ჩემს ახლობლებთან ერთად იქ ვიმყოფებოდი და ვსადილობდი. მე მას არ დავემორჩილე, რადგან მას ჩვეულებრივად შეეძლო პიცას მოედანზე დამჯდარიყო", _განაცხადა ჟურნალისტებთან ვაჩნაძემ.
შეგახსენებთ, რომ მელორ ვაჩნაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ გუშინ გვიან საღამოს ბათუმის ბულვარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მისი დაცვის წევრებთან დაპირისპირება მოუვიდა და სწორედ მაშინ მოხდა მისი დაკავება.